სტუმრად სომხეთში

სტუმრად სომხეთში

ალბათ ყველას გსმენიათ უაზრო საუბრები სომხეთის შესახებ, რომ იქ არაფერი არ არის ვერაფერს ნახავთ და ასე შემდეგ. მეც გავხდი ამ აზრების “მსხვერპლი” წლების წინ, თუმცა წელს თებერვალში მოვინდომე ჩემი თვალით მენახა რა ხდება სომხეთში კერძოდ კი მის დედაქალაქ ერევანში. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა და მივხვდი სადაც არ უნდა წახვიდე ყელგან ნახავ რაღაც განსხვავებულს.

დავიწყოთ ტრანსპორტით:

მე ქალაქ ახალციხიდან წავედი პირდაპირ ერევანში. მგზავრობა საკმაოდ იაფი ღირს, სულ რაღაც 25 ლარი (თბილისიდან როგორც ვიცი 35 ლარია). გზა ერთფეროვანი და მოსაწყენია არ არის ხეები მიდიხარ ხრიოკ ადგილას. სულ რამოდენიმე საათი და საქართველოდან ამოყოფ თავს სომხეთში. საზღვარზე საკმაოდ ლოიალურები არიან, არაფერს გეკითხებიან ისეთს და მარტივად გიშვებენ. გადახვალ თუ არა საზღვარს გხვდება სოფლები რომლის დანახვაზე იფიქრებ საერთოდ რა მინდოდა სად მოვდიოდიო და ასე გაგრძელდება ერევნამდე, თუმცა როცა დედაქალაქამდე მიაღწევთ ის საკმაოდ კარგად გამოიყურება.

ხო რაც შეეხება დასარჩენ ადგილს, ამით მე გაოცებული დავრჩი სულ რაღაც 100 ლარად ვიქირავეთ 3 ადამიანმა 2 ღამით ბინა. ყველანაირი კომფორტით, დაწყებული გათბობით დამთავრებული სარეცხი მანქანით. აქვე დავდებ ლინკს იქნებ დაგჭირდეთ: ლილის ბინა. მთავარი არის ის რომ ეს კონკრეტული ბინა ცენტრშია და ძალიან ახლოსაა ყველა სანახაობასთან.

საკონტაქტო ენა რათქმაუნდა სომხურია, თუმცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იცის რუსული, თუმცა ძალიან ცოტამ იცის ინგლისური.

0224191204a.jpgცოტა ვისაუბროთ ფულზეც, მე 110 ლარის ექვივალენტი 20000 დრამი წავიღე საქართველოდანვე, თუმცა დამჭირდა დახურდავება ერევანშიც, თვითონ სომხეთში უფრო კარგი კურსით დაგვიხურდავეს ფული ვიდრე საქართველოში, ასე რომ ძალიან მარტივად შეძლებთ დახურდავებას და ამაზე არ ინერვიულოთ. მიახლოებით 1 ლარი 180 დრამის ტოლია.

 

 

რას შეეხება მოსანახულებელ ადგილებს:

დედაქალქში არის საკმაოდ ბევრი ადგილი მოსანახულებელი. ერევანი არც ისე დიდი ქალაქი აღმოჩნდა და შესაბამისად ძალიან მარტივად 1 დღეში ფეხით შეგიძლიათ მოიაროთ ყველა ადგილი. იმ შემთხვევაში თუ დაგჭირდათ ტრანსპორტი მოგიწევთ რუსული წარმოების ე.წ. გაზელით მოძრაობა რაც საკმაოდ არაკომფორტული აღმოჩნდა, თუმცა რაც შეეხება ფასს საკმაოდ იაფია სულ რაღც 100 დრამი. ასევე ძალიან იაფია ტაქსი, ერთი ბოლოდან მეორეში გასასვლელად სულ რაღაც 600 დრამი დაგვჭირდა რაც 3 ლარს ცოტა აღემატება, თუმცა აქვე გაგაფრთხილებთ რომ ისარგებლოთ დიდი კომპანიებით როგორიცაა იანდექსი, GG ტაქსი, You ტაქსი, თუ ქუჩაშივე გააჩერებთ შეიძლება დიდი თანხა გადაგახდევინონ.  დავუბრუნდეთ სანახაობებს:

1. IMG_0673კასკადი- ეს არის დიდი კიბეები რომელიც აკავშირებს ქალაქს მონუმენტს. კასკადიდან ქალაქის ლამაზესი ხედი იშლება. კასკადში, გარე საფეხურების ქვეშ განთავსებულია წყვილი ესკალატორი, რომლებიც კომპლექსს მთელ სიგრძეზე გასდევენ, ხოლო ესკალატორთან შეგიძლიათ იხილოთ უამრავი ლამაზი ნაკეთობა.

 

 

 

IMG_0670IMG_0672IMG_0701

2. გენოციდის მუზეომი

IMG_1632სომხეთის გენოციდზე ალბათ გსმენიათ. მათთვის ეს ძალიან დიდი ტკივილია. საკმაოდ დიდი ტერიტორია უჭირავს გენოციდის მუზეომს. აქვე არის დარგული ხეები სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მიერ. აქვე აღმოვაჩინეთ თურმე შევარდნაძესაც დაურგავს ხე.

IMG_1641

3. სხვადასხვა ტაძრები. ჩემთვის საკმაოდ რთულია სახელების დამახსოვრება ამიტომ აქ უბრალოდ გაჩვენებთ სხვადასხვა ტაძრის სურათებს:

4. ქანდაკება მიხლოებით ჩვენი ქართლის დედის მსგავსი და ასევე ჩვენი ანძის მსგავსი.

5. როგორც ავღნიშნე საკმაოდ რთული სახლებეი ქონდა შენობებეს და ვერ დავიმახსოვრე რომელი რა იყო.  ეს ყევლაფერი კი მდებარეობს ცენტრალრ მოედანთან ახლოს:

 

გამომრჩა რამდენიმე საინტერესო ადგილი რომლის ფოტოებიც არ მაქვს. შეგიძლიათ იხილოთ ფარაჯანოვის მუზეომი, ასევე სომხური ანბანის შემქმნელის მესროპ მაშტოცის მუზეომი, არარატის და ნოის კონიაკის ქარხანა და სხვა.

რაც შეეხება ერევნის გარეთ მე მოვინახულე სამი ადგილი. ესენია: გარნი, გეღარდი და ეჩმიაძინი. გარნი და გეღარდი ერთი მიმართულებით მდებარეობს ერევნიდადნ 28 კილომეტრში არის გარნი ხოლო გეღარდი გარნიდან 15 კილომეტრში. რაც შეეხება ეჩმიაძინს ისიც მდებარეობს ერევნიდან 20 კილომეტრში. ამ ადგილებში შეგიძლიათ წახვიდეთ კილიკიას ავტოსადგურიდან, მე პირადად ეჩმიაძინში ვიყავი ე.წ. გაზელით რომლის ფასი 250 დრამი იყო. ხოლო გეღარდში და გარნში დადის თუ არა რაიმე არ ვიცი.

1 გარნი ან გარნისი.  როგორც ფიქრობენ გარნისი დაარსებულია ძვ. წ. II საუკუნეში. გარნისის ციხე სომხეთს იცავდა ჩრდილოეთიდან. გარნისი სომეხ მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია იყო.

IMG_1682

 

2. გეღარდი არის  მონასტერი მდინარე გარნის ხეობაში. დაარსდა IV საუკუნეში. საკმაოდ საინტერესოა იქიდან გამომდინარე, რომ ეკლესიიდან გადიხარ კლდეში ნაკვეთ ეკლესიაში, ხოლო იქიდან კიდევ მესამეში. ეკლესიაში არი საოცარი აკუსტიკა თუ გაგიმართლებთ და შეესწრებით ვინმეს გალობას ძალიან ისიამოვნებთ.

IMG_1716

3. ეჩმიაძინი სომხური სამოციქულო ეკლესიის მონასტერი. სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქის ადგილსამყოფელი. 2000 წლიდან შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. მონასტრის შემადგენლობაში შედის ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარი, რიფსიმეს ეკლესია (618 წ.), გაიანეს ეკლესია (650 წ.), შოკაგატის ეკლესია (1694 წ.). მონასტრის კუთვნილებაშია ასევე მუზეუმი და შუა საუკუნეების დეკორატიული ხელოვნების კოლექცია.

და ბოლოს თუ ვინმე გეტყვით რომ არ ღირს წასვლა არ დაუჯეროთ! ნამდვილად ღირს, მანახეთ ადგილი სადაც 200 ლარად ყველაფრის გათვალისწინებით წახვალთ, წამოხვალთ, საჩუქრებსაც წამოიღებთ, იცხოვრებთ და არაფერს დაიკლებთ :დ ❤ კიდევ ერთი თუ ნაცნობი გყავთ ერევანში ჩათვალეთ რომ იგი ყველაფერს შეეცდება, რომ რაც შეიძლება კომფორტულად გაგრძნობინოთ თავი. ფულის გადახდა საერთოდ დაივიწყეთ, ვერ მოასწრებთ.  იმედია გამოსადეგი სტატია გამომივიდა თუ რაიმე დაგაინტერესებთ მომწერეთ და აუცილებლად გიპასუხებთ. 0226191422b.jpg