როგორ ვისწავლოთ უცხო ენა(უფასოდ და მარტივად)

Over 95% of Romanian secondary school students study at least two foreign  languages | Romania Insider

XXI- საუკუნეში რაც უნფრო მეტად ვითარდება მსოფლიო და სწრაფი გლობალიზაცია გვაქვს მით უფრო აქტუალური ხდება უცხო ენების სწავლა. როგორც იცით უცხო ენების სწავლა არც თუ ისე მარტივია, ყველა ადამიანისთვის მიდგომა განსხვავებულია: ზოგისთვის წიგნიდან სწავლა უფრო უმარტივდება, ზოგი მოსმენითა და საუბრით უფრო სწრაფად სწავლობს, ეს რათქმაუნდა თქვენი გადასაწყვეტია.

ალბათ უმეტესობას გქონიათ სიტუაცია როდესაც ტურისტი ქართულად გეტყვით რაიმეს და გაკვირვებული შეხედავთ ხოლმე. დიახ დიახ ძალიან მარტივია რამოდენიმე სიტყვა ან თუნდაც წინადადება ისწავლო წინასწარ სანამ სამოგზაუროდ წახვალ. მე მსურს გაგიზიაროთ ის ვებგვერდები, აპლიკაციები რომლებიც დაგეხმარებთ სხვადასხვა ენის შესწავლაში:

იმ შემთხვევავში თუ ერთ-ერთი უცხო ენა იცით(ინგლისური, რუსული) თქვენთვის სხვა ენის შესწავლა არ იქება რთული.

  1. Duolingo

დუოლინგო გახლავთ ვებგვერდი რომელსაც ასევე გააჩნია აპლიკაცია როგორც ანდროიდ ისე აიოეს მოწყობილობებზე. თქვენ ისღა დაგრჩენიათ დარეგისტრირდეთ და დაიწყოთ სწავლა. დუოლინგოს საშუალებით შესაძლებელია : ინგლისური, ესპანური, ფრანგული, თურქული, თუნდაც ჩინური ან ვიეტნამური და ათობით სხვა ენის შესწავლა. აპლიკაციას არ აქვს ქართული ენის მხარდაჭერა თუმცა უპრობლემოდ შეგიძლიათ ისწავლოთ სხვა ენა ინგლისურის ან რუსული ენის გამოყენებით. აპლიკაციის გამოყენება საკმაოდ მხიარული პროცესია და მარტივად გასწავლით საბაზისო დონეს. ხო რაც მთავარია აპლიკაციის ძირითდი ნაწილი უფასოა.

ვებგვერდი Android IOS

2. სხვა აპლიკაციები და ვებგვერდები

დუოლინგოს მსგავსად არსებობს უამრავი სხვა ვებგვერი თუ აპლიკაცია რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ, ზოგიერთი მათგანი უფასოა, ზოგიც ფასიანი. პირადი გამოცდილებით გიჩევდით : Rosetta Ston, Busuu და სხვები. ეს ყველაფერი თქვენს გემოვნებაზე და სურვილებზეა დამოკიდებული.

3. Open Culture ვებგვერდი

ამ ვებგვერდზე თავმოყრილია უამრავი სხვადასხვა ენის სასწავლო მასალა წიგნები, მუსიკები, ვიდეოები, კურსები და სხვა. მოკლედ თუ არ გეზარებათ “ძრომიალი” აუცილებლად იპოვით თქვენთვის საჭირო ინფორმაციას.

4. უკვე შევიძნეთ ან გაგვაჩნია გარკვეული ცოდნა და გვსურს ჩვენი ცოდნის გამოყენება და უფრო მეტის სწავლა ამისთვისაც არსებობს სხვადასხვა ვებგვერდები. ალბათ თუ დაინტერესებული ხართ გინახავთ სხვადასხვა ჯგუფები Facebook-ზე ან სხვა სოციალურ ქსელში, რათქმაუნდა ეს კარგი საშვალებაა, მაგრამ არსებობს აპლიკაციები რომლელიც სწორად ენის გაცვლისთვისაა შექმნილი.

Tandem-ი სწორედ ამ იდეის მატარებელია. ამ ვებგვერდის გამოყენება შეგიძლიათ როგორც კომპიუტერით ასევე ტელეფონითაც. რაც მთვარია მომსახურება უფასოა და მხოლოდ გარკვეული ფუნქციებია ფასიანი, რაც სრულად არ გვიშლის ვებგვერდის გამოყენებაში ხელს.

ვებგვერდი Android IOS

ასევე Youtube-ზე შევხვდებით უარმავ ვიდეო გაკვეთილს.

გაქვთ რაიმე თქვენებური ხერხი რითიც მარტივად სწავლობთ უცხო ენას ? გაგვიზიარეთ ჩვენც ^__^