გონივრული არჩევანი? ანუ უნდა ავირჩიოთ თუ არა ილიაუნი

პირველ რიგში მოგესალმებთ, მე ვარ ილიაუნის ერთ-ერთი სტუდენტი  და დღეს მინდა მოგითხროთ ცოტაოდენი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ :). გეტყვით რომ ვარ პირველკურსელი და არცუისე ბევრი რამ გავიგე უნივერსიტეტის შესახებ 2 თვეში, მაგრამ ის რაც მთავარი და მნიშვნელოვანია მინდა დღეს  მოგიყვეთ. პირველ რიგში მე ვამაყობ ჩემი უნივერსიტეტით, რადგან ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია წელს იგი პირველ ნომრად,ასევე მას  აქვს მაღალი საშუალო სკალირებული ქულა.

Capture

და არამხოლოდ, მინდა გამოვყო  გამრემო, რომელიც უნივერსიტეტის შიგნითაა. კომფორტული აუდიტორიები, სითბო და სისუფთავე ,რაც ჩემი აზრით აუცილებელია სწავლისათვის. ყველაზე მეტად კი ბავშვები, რომლებიც ცდილობენ მაქსიმალურად მეგობრულები, მოსიყვარულეები იყვნენ <3

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ილიაუნს არ ავიწყდება წარმატებული სტუდენტებისთვის წამახალისებელი პრიზების ჩუქება ან ღონისძიებების მოწყობა. წელსაც უნივერსიტეტმა არ დაგვიკარგა ბავშვებს ნაწვალევი და უმაღლესი ქულების მქონეებს მოგვიწყო მცირე გასეირნება დედოფლისწყაროში , ასევე როგორც ვიცი ბავშვები რომლებიც სხვადასხვა საგნებში მაღალ ქულებს იღებენ ისინიც ერთვებიან მსგავს აქტივობებში. ყველაზე მეტად რაც მომწონს უნივერსიტეტის შიგნით არის უამრავი კლუბის არსებობა. დღე ისე არ გადის,  რომ მინიმუმ ორი ან სამი სემინარი ან რაიმე ღონისძიება არ ჩატარდეს. ასევე აღსანიშნავია, რომ გვაქვს თავისუფლება დავესწროთ იმ ლექციას რომელიც გვსურს, მაგალითად როდესაც მე მაქვს დრო ვესწრები ხოლმე  ლექციას რომელსაც ისე სულ არ გავდივარ :D  ( ანუ შანსი გაქვთ მოისმინოთ ლექცია უფასოდ რომელშიც რეალურად სტუდენტები ფულს იხდიან ). ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც რომ საგნებს ვირჩევთ ჩვენს ნებაზე ანუ შეგვიძლია ვისწავლოთ ის რაც მოგვწონს,გვსურს და არა ის რასაც დაგვიდგენს უნივერსიტეტი !

ჩვენ გვაქვს ელექტრონული სისტემა რაც ნიშნავს იმას რომ არ გვჭირდება ვატაროთ ფურცლები,რვეულები ვწეროთ და ვიწვალოთ :) უბრალოდ შევალთ Moodle-ში, myenglishlab-ზე და ყველაფერი ამით მთავრდება :)

ცოტაოდენი უნდა ვთქვათ ლექტორებზეც :) პირადად მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხში საკმაოდ გამიმართლა , მყავს ისეთი ლექტორები რომლებსაც ვერაფერს დაუწუნებ , არიან თავიანთი საქმის პროფესიონალები და ძალიან ობიექტურები. თუ ისწავლი ქულას დაგიწერენ თუ არა ცოტას მაინც დაგიწერენ :D .

ახლა გადავიდეთ მტკივნეულ თემებზე :

როგორც ყველა პირველკურსელი მეც ვიტანჯები შთა-თი :D  . პირველ რიგში უცხოებისთვის განვმარტავ რა არის “შთა” :)

შ- შესავალი

თ- თანამედროვე

ა- აზროვნებაში

მიუხედავად იმისა, რომ მართლაც რთულია ამ საგნის სწავლა მთლად ისეთიც არაა როგორც ამბობენ… თუ შეეცდები, რომ ისწავლო ძალიან მარტივად მიაღწევ მიზანს :) (ანუ უბრალოდ უნდა წაიკითხოთ ტექსტი დაწვრილებით და კარგად გაიაზრო რა წერია)

ყველაზე მეტად ცუდი არის ქულების ლოდინი, რაც მართლა ძალიან იწელება ხოლმე. ყოფილა შემთხვევები დავალება 2 კვირის განმავლობაში არ შეუსწორებით :(.

ასევე ნერვებ მოსაშლელია უნიფუდის,ვერანდის და ბიბლიოთეკის საკითხი, იქ ვერასდროს ადგილს ვერ ნახავ შეხვალ ხალხი უაზროდ ზის ლაპარაკობს საათობით და არც კი აფიქრდებათ იქნებ სხვასაც სურს დაჯდომა :/

მოსაწესრიგებელია პარკინგის პრობლემა რის გამოც ლექტორებიც კი აგვიანებენ ხოლმე ლექციაზე.

ასევე  შევეხები გამოფენას რომელიც ჩემი აზრით ძალიან შეურაცხმყოფელი იყო , მე ვფიქრობ მსგავსი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს უნივერსიტეტში.

საბოლოოდ რომ შევაჯამოთ ბევრი ცუდი აქვს ილიაუნს და უფრო მეტი კარგი :) ამიტომ

   Keep Calm And 

Love Iliauni

Continue reading

2016 წელი ^_^

            

              2016 წელი მაიმუნის წელიწადია, აქედან გამომდინარე იგი უამრავ  სურპრიზს გვიმზადებს. ზოგადად მაიმუნი ასოცირდება ისეთ არსებასთან რომელსაც ახასიათებს განუსაზღვრელი ქცევები და მისი ხასიათი ამოუცნობია, თუ მას ერთ მომენტში რაღაც სურს მეორე წუთას შეიძლება მისი მოთხოვნები რადიკალურად შეიცვალოს. შესაბამისად კომპეტენტური ადამიანები საუბრობენ იმაზე რომ 2016 წელი მოულოდნელობებით იქნება აღსავსე, ისინი გვირჩევენ ცხოვრებას ხალისიანად შევხედოთ და არ ჩავუღმავდეთ საკითხებს დეტალურად. თუ მათ დავუჯერებთ 2016 წელი იდეალურია ბედნიერი ოჯახის შესაქმნელად ,რომელშიც  სიყვარული და ერთგულება აუცილებლად იქნება.

მამიმუნის წლის ბედნიერი რიცხვებია – 4,9.

ხოლო ფერები – თეთრი, ლურჯი და ოქროსფერი.

ასე რომ მიეცით თავს უფლება ცოტა “იმაიმუნოთ” და ასე შეხვდეთ ახალ წელს :)

გილოცავთ და ბედნიერ წელს გისურვებთ ^_^

Continue reading

საქართველო/ Georgia

საქართველო — სახელმწიფო ევრაზიაში, კავკასიაში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

Georgia —  is a country in the Caucasus region of Eurasia.

ტერიტორია: ქვეყნის ფართობი შეადგენს 69.700 კვ. კმ-ს, საზღვრების სიგრძე — 1771 კმ

Teritory : Border length 1771 km ,  area 69,700 km2     

საქართველო არის ტოლერანტული ქვეყანა აქ ცხოვრობენ :

ეთნიკური შემადგენლობა(საქართველოს 2002 წლის აღწერის შედეგების მიხედვით):

  • ქართველები — 83,8%,
  • აზერბაიჯანელები — 6,5%
  • სომხები — 5,7%,
  • რუსები — 1,5%,
  • სხვები  2.5%,

 Georgia is a tolerant country, here  live :

  • 83.8% Georgian
  • 6.5% Azerbaijani
  • 5.7% Armenian
  • 1.5% Russian
  • 2.5% others

დროშა ,Map

დროშა ,Map

გერბი ,Coat of arms

გერბი ,Coat of arms

ბუნება: ქვეყნის ტერიტორია ძირითადად მთებს უკავია, ბუნება მრავალფეროვანია.

nature :  It is a very mountainous country , nature is very diverse.

This slideshow requires JavaScript.

ვიდეოში ასახულია ულამაზესი საქართველოს ღირშესანიშნაობები  :)

The video shows Georgia besutiful sights :)

ბუნება

საქართველო ულამაზესი ქვეყანაა.. საქართველოს ბუნება კი მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო..  არამარტო ლამაზი და გასაოცარი არამედ ძალიან მრავალფეროვანიცაა…

DSCN2689  SANYO DIGITAL CAMERA SANYO DIGITAL CAMERA  SANYO DIGITAL CAMERA

DSCN5458 (2)  DSCN5460 (2)   თუმცა ხალხი ბუნებს არ ვუფრთხილდებით ,ვაბინძურებთ და ვჭრით ხეებს . :( რასაც ძალიან ცუდ შედეგამდე მივყავართ , ბინძურდება გარემო და ჰაერი ,ხეების მოჭრას  მოყვება  ქარიშხლები , მეწყერი  და ასე შემდეგ ..

ამიტომაც მოდით გავუფრთხილდეთ ბუნებას ნუ დავანაგვიანებთ , ნუ მოვჭრით ხეებს და ყველაფერი კარგად იქნება :)

არაფორმალური განათლება

civil ენციკლოპედიურ ლექსიკონში ვკითხულობთ: არაფორმალური განათლება  მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება, რომლის დროსაც პიროვნებას არსებული რესურსებისა და ყოველდღიური გამოცდილების შედეგად (ოჯახი, მეზობლები, ბაზარი, ბიბლიოთეკა, მასმედია, სამსახური, თამაშები და ა.შ.) უყალიბდება დამოკიდებულებები, ფასეულობები, უნარ-ჩვევები და ცოდნა.

არაფორმალური განათლება შეიძლება მივიღოთ გარეთ,ტრენინგებზე,ინტელექტუალურ თამაშებზე და სხვა. ხშირად ისმის შეკითხვა რა საჭიროა არაფორმალური განათლება? ამაზე პასუხი მარტივია რათა ჩაერთოს ადამიანი სამოქალაქო ცხოვრებაში უფრო აქტიურად.  ჩემი აზრით ჯობია ადამინას ქონდეს არაფორმაულრი განათლება ვიდრე ფორმალური , საერთო ჯამიში ორივე საჩიროა , მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ მარტო ფორმალური განათლება ადამინას არაფერ უზავს თუ არა  არაფორმალური განათლება.

ამიტომაც მოგიწოდებთ ჩაებათ აქტიურად სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ტრენინგებსა და სემინარებში სადაც ძალიან ბევრს გაიგებთ რომელიც ომავალში ცხოვრებაში დაგეხმარებათ…
პოსტის ედეა წამოვიდა phinternational–სა და usaid–ის ერთობლივი პროექტიდან ახალგაზრდული ფორუმი, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები დავიყავით 4 ჯგუფად მოგვეცა სხვადასხვა თემები , ხოლო მათ ირგვლივ უნდა დაგვეწერა პროექტი. ჩვენ ჯგუფში ვიყავით 17 ბავშვი , გვყავდა ერთი მასწავლებელი ნინო ნადირაძე და დამხმარე მზია ინასარიძე. პროექტი დავწერეთ არაფორმალურ განათლების გაძლიერებაზე , რამაც კარგი შეფასება მიიღო..

ულამაზესი საქართველო

 

                                             საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანაა .მისი ფართობი მხოლოდ 69,700 კვ/კმ. მას აქვს უმნიშვნელოვანესი მდებარეობა მთელ მსოფლიოში .საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, რომელიც ერთგვარ ხიდს,დამაკავშირებელს  წარმოადგენს აღმოსავლეთისა და დასავლეთისთვის.  საქართველოს გააჩნია ულამაზესი ბუნება , ასევე მას აქვს ძალიან ბევრი ღირშესანიშნაობა : როგორებიცაა კაცხი,რაბათი,ბათუმი დ სხვა

რომ დავიწყოთ საქართველოს ღირშესანიშნაობების ჩამოთვლა დამეთანხმებით ერთი პოსტი კიარა  ოციც კი არ გვეყოფა. ამიტომაც მე შევეცდები ჩამოვთვალო ისეთები რომლებიც ჩვენთვის ცნობილია და ძალიან ლამაზი .

   დავიწყებ კაცხის სვეტით 

კაცხის სვეტი, შთენილი კლდე მდებარეობს ჭიათურის რაიონის ტერიტორიაზე, მდინარეების კაცხურისა და ღვითორის წყალგამყოფზე. სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო.

რაბათი

აბათის კომპლექსი მე–9 საუკუნით თარიღდება და შვიდ ჰექტარ ფართობზე გაშენებული რომელიც მოიცავს ჯაყელების რეზიდენციას, ციხესიმაგრეს, უძველესი ქარვასლების ნანგრევებს, მუზეუმს, ბერძნულ, სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებს. აქვე მდებარეობს მეჩეთიც. მისი არქიტექტურული მრავალფეროვნება სხვადასხვა დამპყრობლებისა და იმდროინდელი ცივილიზაციების დიდ გავლენაზე მეტყველებს.

      ვარძია

ვარძია – კლდეში გამოკვეთილი ციხე-ქალაქია, კომპლექსის საერთო ფართი 500 კვ. მეტრზე მეტია, განლაგებულია 12 იარუსად და შედგება 600 ოთახისაგან. აქ მთელი ქალაქია ქუჩებით, მოედნებით, 15 ეკლესიით, რომლებიც უნიკალური ფრესკებითაა მოხატული, მათი უმრავლესობა დღეისათვის ძალზე დაზიანებულია. შემორცენილი ფრესკებიდან აღსანიშნავია ლაზარეს აღდგინება, იერუსალიმში შესვლა და სხვა. ვარძიაში მარტო ღვინის 28 მარანი იყო, 235 ქვევრით, რომლებიც 90 973 ლიტრ ღვინოს იტევდნენ.
 სვანეთი

 

სვანეთი ულამაზი მხარეა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. საოცარია აქაური სოფლები, მუდმივად თოვლიანი მთის თვალუწვდენელი მწვერვალები, აზალის საძოვრები, საიდანაც შუასაუკუნეების კოშკები ულამაზეს ხეობებს ამაყად გადაჰყურებებენ, ხოლო ფრიალო კლდეებში ღრუბლები გაწოლილან. სვანეთი საჩუქარია არა მხოლოდ ლაშქრობის მოყვარულთათვის, იგი კულტურის უძველესი კერაცაა.

  ბათუმი

 

ბათუმი — ქალაქი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრი, ქალაქი 1878 წლიდან. მოსახლეობა — 124 ათასი. ბათუმი მსხვილი საერთაშორისო ნავსადგურია შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე .ქალაქი გაშენებულია ღრმა, კარგად დაცული ბუნებრივი ნავსაყუდელის ბათუმის ყურის ნაპირას; მდებარეობს ზღვის დონიდან 5 მ, თბილისიდან 350 კმ-ში.გამოირჩევა სილამაზით , იქ თავმოყრილია სხვადასხა კულტურის ძეგლები.

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება, მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარისაქართველოში; მდებარეობს თბილისში, ელიას გორაზე, ავლაბარი. აშენდა 1995-2004 წლებში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილისპროექტით.

გონიოს ციხე

გონიოს ციხე, აფსაროსი, ისტორიული ციხესიმაგრე აჭარაში, ბათუმის უბან გონიოში, შავი ზღვის ნაპირზე, მდინარე ჭოროხისშესართავთან.         უძველესი ცნობა მის შესახებ ეკუთვნის რომაელ ავტორ პლინიუს სეკუნდუსს (ახ. წ. I ს.). ბერძნულ-რომაულ წყაროებში ცნობილიააფსარუნტის სახელით.გონიოს ციხე XII საუკუნის შემდგომდროინდელი სახელწოდებაა.

ქვაცანცალა

 ქვაცანცალა — მოქანავე ლოდი, მდებარებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1800 მ. სიმაღლეზე, მთა ყვირას უტყეო ზონაში „ზის“ კირქვული ლოდი, რომლის სიგრძე 2 მეტრს აღემატება, ხოლო წონა 10-12 ტონას. ქვაცანცალას ლოდი, მის რომელიმე წიბოზე თუნდაც სუსტი მიწოლით (ხელის მიბჯენით) იწყებს ქანაობას და თან კაკუნის ხმას გამოსცემს.

ბაგრატის ტაძარი

ბაგრატის ტაძარი — ღვთისმშობელის მიძინების სახელობის ტაძარი აგებული X-XI საუკუნების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის მეფობაში,ქუთაისში, „უქიმერიონის გორაზე“.

  • 994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
  • 2009 წლის აგვისტოს დასაწყისში ბაგრატის ტაძარში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა მდრიდრული სამარხი, რომელიც დიდგვაროვან ქალბატონს ეკუთვნოდა. გამოთქმული მოსაზრებით, სამარხი შესაძლოა ეკუთვნოდეს აფხაზთა მეფის,ლეონ II-ს დედას, ხაზართა ხაკანის ასულს.

სულ ეს იყო , ძალიან ბევრი ღირშესანიშნაობა გვაქვს ამიტომაც ცოტაოდენის  დაწერა თუ მოვეხერხე მე  :)

წყარო: wikipedia.org